ჩვენი სერვისები

პროცედურების სრული სპექტრი. თანამედროვე მიდგომები.

კათეტერული აბლაცია

აბლაციის დროს ხდება არითმიის კერის მოცილებით პაციენტის განკურნება არითმიისგან.

პეისმეიკერის იმპლანტაცია

ესაჭიროებათ მკვეთრად დაბალი პულსის მქონე პაციენტებს. პეისმეიკერს შეუძლია ელექტრული იმპულსების საშუალებით გულის შეკუმშვა გამოიწვიოს.

დეფიბრილატორის იმპლანტაცია

დეფიბრილატორს აქვს უნარი ამოიცნოს სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიები და გააჩეროს ისინი ელექტრული შოკისა თუ ელექტრული სტიმულაციის საშუალებით.

რესინქრონიზაციული თერაპია

რესინქრონიზატორის იმპლანტაცია ძირითადად ხდება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ხშირად დაკავშირებულია მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან.