ჰართბითი გურიაში
ოზურგეთის გულის კლინიკა ჰართბითის მეორე სივრცეა. აქ გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ექიმთან საუბრით, თქვენი ჩივილებისა და წინა კვლევების განხილვით და ინდივიდუალური გეგმის შედგენით.
კონსულტაციისა და გამოკვლევების დასაგეგმად დაუკავშირდით კლინიკის გუნდს. კონკრეტული მომსახურების ხელმისაწვდომობა, ექიმის განრიგი და მომზადების ინსტრუქცია წინასწარ დააზუსტეთ.
ერთი გუნდი, ორი ქალაქი
ოზურგეთის გულის კლინიკა და ბათუმის გულის ცენტრი ჰართბითის საერთო სივრცის ნაწილია. ბათუმის ცენტრში თავმოყრილია კარდიოლოგიის, კარდიოინტერვენციის, არითმოლოგიის, კარდიოქირურგიისა და კარდიოანესთეზიის მიმართულებები.
ვიზიტზე თან იქონიეთ წინა გამოკვლევების პასუხები და მიღებული მედიკამენტების სია.