მხოლოდ თქვენი გულისთვის
ჰართბითი აერთიანებს ბათუმის გულის ცენტრსა და ოზურგეთის გულის კლინიკას — ორ სივრცეს, სადაც ყურადღების ცენტრში თქვენი გულის ჯანმრთელობაა.
ჩვენი მთავარი კარდიოლოგიური ცენტრი ბათუმში, ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) ბაზაზე ფუნქციონირებს. აქ გაერთიანებულია კარდიოლოგია, კარდიოინტერვენცია, არითმოლოგია, კარდიოქირურგია და კარდიოანესთეზია. ოზურგეთის გულის კლინიკა ჰართბითს გურიის პაციენტებთან აკავშირებს.
ზრუნვა მოსმენით იწყება
გვინდა, რომ თქვენი ჩივილები ყურადღებით მოვისმინოთ, კვლევების პასუხები გასაგებად აგიხსნათ და ყოველი შემდეგი ნაბიჯი თქვენთან ერთად დავგეგმოთ. ინდივიდუალური საჭიროებები, ნდობა და თანმიმდევრული მეთვალყურეობა ჩვენი მუშაობის საფუძველია.







