რა არის ეკგმანი?

ეკგმანი არის ჰართბიტის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოღვაწე სამედიცინო პერსონალში ელექტროკარდიოგრაფიის ცოდნის დონის ამაღლებას. საწყის ეტაპზე შევქმენით ეკგ ტესტირების პირველი ქართული ვებ. პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გამოსცადოთ საკუთარი თავი ელექტროკარდიოგრაფიის ცოდნაში. გამოცდილებას წლები სჭირდება, მით უმეტეს, სამედიცინო სფეროში. ასე რომ, თქვენ სწორ ადგილას მოხვდით. ჩვენი დაკვირვებით, ელექტროკარდიოგრაფიის ცოდნა სწორედ რომ პრაქტიკული გამოცდილებით მოდის, შესაბამისად, რაც უფრო მეტი ელექტროკარდიოგრამა გექნებათ ინტერპრეტირებული, მით უფრო მზად იქნებით შეერკინოთ რთულ ელექტროკარდიოგრამებს პრაქტიკული მუშაობის პროცესში.

პლატფორმა განკუთვნილია: ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის… ყველასთვის, ვინც კი დაინტერესებულია ელექტროკარდიოგრამებით.

ელექტროკარდიოგრამის ადეკვატური ინტერპრეტაცია საშუალებას იძლევა დროულად აღმოვუჩინოთ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ჩვენი გუნდის პირველი მიზანი სწორედ რომ პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნაა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ რთული ელექტროკარდიოგრამების ინტერპრეტირებაში (იხ. კონტაქტები).

გვეწვიე ხშირად, ყოველ შემდგომ დღეს თქვენ იგრძნობთ განსხვავებას! ვისწავლოთ და გადავარჩინოთ ერთად!

ვებ გვერდზე განთავსებული ელექტროკარდიოგრამები მოპოვებულია ჩვენი გუნდის წევრების კლინიკური მუშაობის პროცესში. ყველა უფლება დაცულია.