რაზე მუშაობს სპეციალისტი?
- გულის რიტმის დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- კათეტერული აბლაცია და წინაგულთა ფიბრილაციის PFA აბლაცია
- პეისმეიკერის, ICD-ისა და CRT-ის იმპლანტაცია
კონკრეტული კვლევის ან მკურნალობის საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს კონსულტაციისა და ინდივიდუალური შეფასების შემდეგ.
განათლება და კვალიფიკაცია
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი — მედიცინის ფაკულტეტი (2004–2010)
- კარდიოლოგიის რეზიდენტურა — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2012–2015)
- გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა — ჯო ენის სამედიცინო ცენტრი (2016–2018)
- კვალიფიკაციის ამაღლება IKEM-ში, პრაღა, პროფესორ ჯოზეფ კაუცნერის ხელმძღვანელობით (2020, 2022)
- დოქტორანტურა — ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (დაწყებული 2024 წელს)
პროფესიული გამოცდილება
- ქართულ-შვეიცარიული კათეტერული აბლაციის განვითარების პროგრამა, პროფესორ მარკ ციმერმანთან თანამშრომლობა (2015–2021)
- თბილისში მუშაობდა კლინიკა „ღია გულში“, ასევე ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და სხვა კლინიკებში
- 2023 წლიდან მონაწილეობს აჭარაში არითმოლოგიური სერვისის განვითარებაში
