ბათუმის სამედიცინო ცენტრი მოქმედებს მთავარი პრინციპით – დრო უდრის სიცოცხლეს! სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე მოხდა კლინიკის მოწყობა/განლაგება – ყველა მნიშვნელოვანი რგოლი ერთ სივრცეში, რაც სამედიცინო პერსონალს საშუალებას აძლევს სხვადასხვა მანიპულაცია მინიმალურ დროში განახორციელოს. ასევე, მნიშვნელოვან ამოცანად დავისახეთ ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობის ღირსეული ალტარნატივა იქნება. ყველა სიცოცხლე იმსახურებს თანამედროვე და ჯეროვან მკურნალობას! გისურვებთ ჯანმრთელობას!
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ბათუმის ფილიალი, რომელიც ახალი კონცეფციით შეიქმნა ქმნის თანამედროვე, მყუდრო და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს. აქ მოსულ ადამიანებს შეეძლებათ საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირებული სამედიცინო სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში. მიმართულებები: ამბულატორია ლაბორატორია რეაბილიტოლოგია დღის სტაციონარი. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უკვე 24 წელია გთავაზობთ პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს.