სისხლში სასქესო ჰორმონების დონე დაკავშირებულია უეცარი კარდიული სიკვდილის რისკთან

პაციენტების სისხლში სასქესო ჰორმონების დონის გამოკვლევა შეიძლება დაგვეხმაროს განვსაზღვროთ უეცარი გულის გაჩერების ალბათობა. გულის რითმის ეს დარღვევა ფატალურად მთავრდება პაციენტების 95%-სათვის.

ახალი კვლევა, რომელიც მიმოხილული იყო Heart Rhythm Journal-ში, გვეუბნება რომ დაბალი დონის ტესტოსტერონი, რომელიც არის მამრობითი სქესის უპირატესი ჰორმონი, ნანახი იქნა იმ კაცებში, რომლებსაც ჰქონდათ უეცარი გულის გაჩერება. მაღალი დონის ესტრადიოლი, რომელიც არის მდედრობითი სქესის უპირატესი ჰორმონი, მყარად ასოცირებულია უეცარი გულის გაჩერების რისკების ზრდასთან როგორც კაცებში, ისე ქალებში.

ვინაიდან და რადგან უეცარი გულის გაჩერება ასეთი მაღალი სასიკვდილო გამოსავლით ხასიათდება, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ის მაღალი რისკის მქონე პოპულაცია, სადაც უნდა განვახორციელოთ პრევენციული ღონისძიებები. თუ ჩვენ დაველოდებით თუ როდის ექნება ვინმეს უეცარი გულის გაჩერება და მერე ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან გვიანი.

გულის შეტევისგან (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) განსხვავებით, რომელიც განპირობებულია გულის არტერიებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებით, უეცარი გულის გაჩერებას იწვევს გულის ელექტრულ სისტემაში არსებული ხარვეზები, რაც გულის კუმშვადობას კრიტიკულად არღვევს. სიკვდილის წინ ადამიანები, როგორც წესი, ვერაფერს გრძნობენ, ან აქვთ მკვეთრად ხანმოკლე სიმპტომები. ყოველ წელს 250000-დან 300000-მდე ადამიანი კვდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და 5 მილიონამდე ადამიანი კი მსოფლიოს მასშტაბით უეცარი გულის გაჩერებით.

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა გაცილებით წინ წავიდა, უეცარი გულის გაჩერების დროს დღემდე მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების 5% გადარჩენა ხერხდება. სწორედ ამიტომ, პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ უეცარი გულის გაჩერების მაღალი რისკი, ხდება კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია.

სასქესო ჰორმონების კავშირი დადასტურდა “ორეგონის უეცარი აუხსნელი სიკვდილის კვლევა”-ში. დაკვირვების ქვეშ იყო 1 მილიონი ადამიანი პორტლენდიდან.

“ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სასქესო ჰორმონების კავშირი გამოვლინდა უეცარ გულის გაჩერებასთან. საჭიროა სხვა კვლევები ამ მიმართულებით, თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კაცებში მაღალი ტესტოსტერონის შემცველობა სისხლში მეტყველებს უეცარი გულის გაჩერების დაბალ რისკზე, ხოლო დაბალი შემცველობის ესტროგენები მეტყველებს დაბალ რისკზე როგორც ქალებში, ისე კაცებში.” – ამბობენ კვლევის ხელმძღვანელები.

წყარო: https://medicalxpress.com/