წინაგულთა ფიბრილაციის აბლაციის დროს საუკეთესო არჩევანი მარტივი მიდგომაა

მკვლევარებმა ტულეინის უნივერსიტეტიდან და პარტნიორმა დაწესებულებებმა კვლევის დროს დაასკვნეს, რომ 3D გამოსახულების გამოყენებისას და უფრო აგრესიული მიდგომისას, ნამდვილად არ დგება უკეთესი შედეგები. მსგავსი პროცედურების ხანგრძლივობა და დაზიანებული ქსოვილების მოცულობა განაპირობებს ინსულტის განვითარების უფრო მაღალ რისკს.

“სიმარტივე არის გასაღები. არ მოწვა ძალიან ბევრი, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე” თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა Dr. Nassir Marrouche-მა.

“დღესდღეისობით აგრესიული მიდგომით აბლაცია არ ეხმარება ჩვენს პაციენტებს. მას უფრო მივყავართ მაღალი რისკისკენ. ეს არის ჩვენი კვლევის მთავარი პრაქტიკული დასკვნა.”

წინაგულთა ფიბრილაცია არის წინაგულების (გულის ზედა კამერები) ქაოტური ელექტრული აქტივობა, რაც იწვევს გულის კამერების ასინქრონულ მუშაობას. ის უარყოფით ეფექტს ახდენს 2.7 მილიონზე მეტ ამერიკელზე და იშემიური ინსულტის წამყვანი რისკ ფაქტორია. როცა წინაგულთა ფიბრილაცია არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, ექიმი ახორციელებს შესაბამისი დაზიანებული და ფიბროზული კერების აბლაციას გულში, რისთვისაც იყენებს სითბურ ენერგიებს (მოწვა ან მოყინვა). საბოლოოდ ყალიბდება ნაწიბური, რომელიც ხელს უშლის არითმოგენური კერებიდან იმპულსის გავრცელებას.

კვლევაში მონაწილეობდა 843 წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პაციენტი 44 კლინიკიდან 10 ქვეყანაში, მათ შორის იყო აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ავსტრალია. ყველა პაციენტს ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონასული კვლევა, რომ დაედგინათ დაავადებული და ფიბროზული ქსოვილის რაოდენობა გულში. რაც უფრო მეტი იყო დაზიანებული ქსოვილი, მით მეტი იყო წინაგულთა ფიბრილაციის რეციდივი (DECAAF-ის თავდაპირველი კვლევის შედეგების მიხედვით).

პაციენტების პირველ ნახევარს ჩაუტარდა სტანდარტული მკურნალობა – მხოლოდ ფილტვის ვენების იზოლაცია.

მეორე ჯგუფში ექიმებმა გამოიყენეს MRI გამოსახულება, შექმნეს მარცხენა წინაგულის ზუსტი 3D რუკა და ფილტვის ვენების იზოლაციასთან ერთად ჩაატარეს მარცხენა წინაგულის სხვა კერების აბლაციაც.

პროცედურის შემდეგ ყველა პაციენტთან დაწყებულ იქნა ეკგ ხანგრძლივი მონიტორინგი სმარტფონების დახმარებით. ექიმებმა მონაცემები შეამოწმეს 3, 6 და 12 თვის თავზე.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნიშანდობლივი სხვაობა არ დაფიქსირდა ამ ორ ჯგუფს შორის არითმიის რეციდივის თვალსაზრისით. თუმცა მეორე ჯგუფში, რომლებშიც ჩატარდა უფრო აგრესიული მიდგომით აბლაცია, 6 პაციენტთან (1.5%) დაფიქსირდა იშემიური ინსულტი.

წლების განმავლობაში წინაგულთა ფიბრილაციის პროცედურები გახდა ძალიან კომპლექსური. ჩვენ ვუკეთებთ ასიათასობით ადამიანს აბლაციას ყოველწლიურად და ვცდილობთ გავუკეთოთ კიდევ უფრო მეტს პერსიტული და პერმანენტული წინაგულთა ფიბრილაციის მქონე პოპულაციიდან. ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ მარტივ აბლაციას (მხოლოდ ფილტვის ვენების იზოლაცია) შეუძლია ეფექტურად განკურნოს ეს პაციენტები და აგრესიული დიდი მასშტაბების აბლაცია უმეტესწილად აუცილებელი არ არის. ეს უკანასკნელი მკვეთრად ზრდის იშემიური ინსულტის განვითარების რისკს”

Dr. Nassir Marrouche, კვლევის წამყვანი ავტორი

წყარო:

Marrouche, N.F., et al. (2022) Effect of MRI-Guided Fibrosis Ablation vs Conventional Catheter Ablation on Atrial Arrhythmia Recurrence in Patients With Persistent Atrial Fibrillation The DECAAF II Randomized Clinical Trial. JAMA. doi.org/10.1001/jama.2022.8831.